ბათუმში კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა

07 აპრ 2021

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში პირველ აპრილს შეიყვანეს,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

''კოვიდ 19-ის ფონზე პაციენტს განუვითარდა მძიმე პნევმონია, რასაც დაერთო სუნთქვის ფუნქციის დარღვევა. საჭირო გახდა აპარატული მხარდაჭერა'' - აცხადებენ სამინისტროში. 

28 წლის ქალი აჭარაში გურიიდან გადაიყვანეს.