სალომე ზურაბიშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

07 აპრ 2021

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“ტესტი უარყოფითია! მადლობა ყველას ვინც მომიკითხა,” – წერს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი  ირაკლი ღარიბაშვილთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გუშინ გადავიდა.