მდინარე ენგურიდან მაშველებმა სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, ერთს კვლავ ეძებენ

07 აპრ 2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებმა 3 მოქალაქის ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ისინი გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდნენ.

დამატებით გრძელდება ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 143-ე და 115-ე მუხლით დაიწყო.