ელენე ხოშტარია კლინიკაში გადაიყვანეს

06 აპრ 2021

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარია საავადმყოფოში მაღალი წნევით და ინტოქსიკაციით შეიყვანეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.