კორონავირუსის გამო ქობულეთში კიდევ ორი სკოლა დაიხურა 

06 აპრ 2021

ქობულეთში კიდევ ორი სკოლა დაიხურა. ხვალიდან მოსწავლეების სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. ეპიდემიოლოგებმა გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღეს.

ხუცუბნის საჯარო სკოლაში კოვიდი მასწავლებელს დაუდასტურდა. მე-2 საჯარო სკოლაში კი მეშვიდე კლასის მოსწავლეს.

ქობულეთის რესურსცენტრის დირექტორის, მადონა გოგიტიძის განმარტებით, ჯამში ქობულეთის მუნიციპალიტეტში ექვსი სკოლა დაიკეტა, მათ შორის ოთხი დღეს.

კორონავირუსის შემთხვევების გამო 6 აპრილს აჭარაში 5 სკოლა და ერთი ბაღი დაიხურა.

ქობულეთის სკოლებში, პედაგოგებს სავალდებულო ტესტირება უტარდებათ.