საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადავიდა

06 აპრ 2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია. აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს"- წერია ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს დღეს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

საქართველოს პრეზიდენტს მასთან კონტაქტი სამი დღის წინ,  ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვის ცერემონიაზე ჰქონდა.