ინციდენტი ბათუმის იუსტიციის სახლში

03 ნოე 2016

ბათუმის იუსტიციის სახლში მოქალაქემ ფოტოჯიხურები დააზიანა. ჩამსხვრეულია ფოტოს გადასაღებ კაბინებში აპარატების ეკრანები. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ამ ქმედებით პროტესტი აიდიD ბარათის მიმართ გამოხატა. შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, საქმე 187-ე მუხლითაა აღძრული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას  გულისხმობს.