საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

06 აპრ 2021

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

გასულ 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 196 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 10 პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 24 592 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 536, „პისიარ“ ტესტით – 6 056.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,65%, ბოლო 14 დღის – 1,94%, ბოლო 7 დღის – 2,32%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 897 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 463 შემთხვევა, აჭარა – 83, იმერეთი – 88, ქვემო ქართლი – 41, შიდა ქართლი – 32, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 96, კახეთი – 19, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 284 958 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 275 220 გამოჯანმრთელდა, 3 832 კი, გარდაიცვალა.