აჭარაში კორონავირუსის 83 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

06 აპრ 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 83 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 43 პაციენტი. 

ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 286 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია  44, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 3 პირი. გუშინ სამედიცინო დაწესებულება დატოვა 26-მა პაციენტმა

269 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 - თბილისში, 98 - აჭარაში. 3 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 191 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 92, ხოლო აჭარაში - 9.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 857 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 213 პირი, აჭარაში - 1 291.