ოპოზიციური პარტიის აქტივისტის, ირაკლი ფანგანის ცემის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

06 აპრ 2021

ოპოზიციური პარტიის აქტივისტის, ირაკლი ფანგანის ცემის ფაქტზე პოლიციამ 24 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 4 აპრილს, თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ი.ფ.-ს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად იძალადა მასზე, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ფანგანი ის პირია, რომელმაც ბათუმში დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს რამდენიმე თვის წინ თავზე ნაგავი დააყარა.