აჭარაში ხვალ ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს

06 აპრ 2021

ხვალ აჭარაში უნალექო და ცხელი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა - როგორც სანაპირო კურორტებზე, ასევე მთიან ზონაში +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.

იქროლებს აღმოსავლეთის თბილი ფიონი 10-15 მეტრი წამში, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერდება 17-22 მეტრ წამამდე.