ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

05 აპრ 2021

მახინჯაურში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.  შემთხვევა წუხელ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას 60 - წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.  ადგილობრივების თქმით, მარტოხელა მამაკაცს ბინაში გაზი და ელექტრო ენერგია მისივე სურვილით არ  მიეწოდებოდა,  ამიტომ ხანძრის გამომწვევ მიზეზზე  ვერ საუბრობენ. კორპუსში ხანძრის შედეგად, ასევე რამდენიმე მცხოვრები   დაზარალდა.