ბათუმში ღამით მოსალოდნელია წვიმა და ქარი 

05 აპრ 2021

აჭარაში ღამის საათებში ამინდი შეიცვლება, როგორც სანაპირო კურორტებზე, ასევე მთიან ზონაში მოსალოდნელია წვიმა, აღმოსავლეთის თბილ ფიონს, დასავლეთის ქარი შეცვლის, რომლის სიჩქარეც 17-22 მეტრ წამამდე მოიმატებს.

ღამით აცივდება და ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიკლებს.

გაავდრება იქნება ხანმოკლე, ხვალვე შუადღის საათებში გამოიდარებს და +15, +17 გრადუსამდე დათბება.