დაკავებებით დასრულებული „დაუმორჩილებლობის წვეულება“ ბათუმში

04 აპრ 2021

ბათუმში კომენდანტის საათის გასაპროტესტებლად მოწყობილი დაუმორჩილებლობის წვეულება დაკავებებით დასრულდა. სამართალდამცველებმა აქტივისტები პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს. აქტივისტები კი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ.

აქცია ბათუმში 2 ლოკაციაზე დაიწყო. 6 მაისის პარკში და სირცხვილიას ოფისში. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გვიან ღამით მაშინ დაიწყო როცა მედიის წარმომადგენლებმა ტერიტორია დატოვეს.