მოითხოვე ვადამდელი არჩევნები – “ლელომ” ბათუმში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

03 აპრ 2021

‘’მოითხოვე ვადამდელი არჩევნები’’ - ლელო კამპანიას და ხელმოწერების შეგროვებას თბილისის შემდეგ ახლა უკვე ბათუმშიც იწყებს.  სპეციალური კარვები ბათუმში  სამ  ქუჩაზეა  გაშლილი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირონ - სურთ თუ  არა  ვადამდელი  არჩევნები.

პოლიტიკური მოძრაობა ლელო 31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებს და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, მიაჩნიათ,  რომ  კენჭისყრის შედეგები გაყალბებულია  და  მოსახლეობის  განწყობებს  არ  ასახავს.