5 ათას ლარიანი ჯარიმა ძეგლზე უკანონო სამუშაოებისთვის

03 აპრ 2021

ბათუმში გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე  ძეგლზე გამოვლენილი სამართალდარღვევის ოქმი სასამართლოში გადაიგზავნა.კერძოდ: ძეგლის მესაკუთრეები ძეგლზე აწარმოებდნენ უნებართვო სარემონტო სამუშაოებს. 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლებზე კონტროლის განმახორციელებელმა ჯგუფმა სამართალდარღვევა დღეს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოავლინა.