"ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგიონებში კამპანიას იწყებს

02 აპრ 2021

მომდევნო კვირიდან „ქართული ოცნების“ ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს იწყებენ. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ისინი რეგიონში შეხვედრებს 2 თვის განმავლობაში გამართავენ. 

"შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში. ამას შეიძლება დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც, მაგრამ პრიორიტეტული იქნება სხვა საკითხებიც. მომდევნო 2 თვის განმავლობაში თითქმის ყველა რეგიონში გავმართავთ შეხვედრებს“, - განაცხადა მდინარაძემ.