განსჯა ქართულ ოცნებაში, - პროტესტი მის გარეთ

02 აპრ 2021

მომდევნო კვირიდან მმართველი პარტია რეგიონებში თვითმმართველობის არჩევნებისთვის კამპანიას იწყებს. როგორც უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მდინარაძემ განმარტა, მომდევნო ორი თვის განმავლობაში ისინი რეგიონებში შეხვედრებს გამართავენ.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე ისაუბრეს.