ეპიდვითარება - ოზურგეთის რამდენიმე სოფელში მასობრივი ტესტირება დაიწყო

02 აპრ 2021

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებო ხდება. ცალკეულ რეგიონში ზომები დილიდან უკვე გამკაცრდა.გურიაში ზოგიერთ სოფელში დროებით  დაიხურა რამდენიმე სკოლა, ასევე  საბავშვო ბაღი.  სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი  ისევ ონლაინ მოდელზე გადავიდა. რთული ვითარებაა ლანჩხუთისა და ოზურგეთის რამდენიმე სოფელში,სადაც კორონავისრუსზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ფართო ლოკდაუნი არ იგეგმება, თუმცა იქნება წერტილოვანი შეზღუდვები.