02 აპრ 2021
დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტები ბათუმსა და თბილისში. საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში ორი კომპანიის ხელმძღვანელი მისცა. გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი სისტემატურად, შემოსავლების არასწორ დეკლარირებას ახდენდნენ და სათანადოდ არ იბეგრებოდნენ, რითაც თავს არიდებდნენ დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას.