აჭარაში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

02 აპრ 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 241 ადამიანი მკურნალობს,  მძიმე პაციენტია  37, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება  4 პირი.

232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 155 - თბილისში, 72 - აჭარაში. 3 047 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 231 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 109, ხოლო აჭარაში - 10.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 710 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 813 პირი, აჭარაში - 1 122.