კორონავირუსის გამო ლანჩხუთისა და ოზურგეთის რამდენიმე სოფლის საჯარო სკოლა და ბაღი დღეიდან დისტანციურ რეჟიმზე გადავა

02 აპრ 2021

კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, დღეიდან ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფლის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ორი კვირით შეწყდება და დისტანციურ რეჟიმზე გადავა. ესენია:

➤ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში: ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულებში: სკოლები და ბაღები

➤ ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში: საჯარო სკოლები და ბაღები.

➤ ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულის საჯარო სკოლები და ბაღები.

➤ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, როგორც სკოლა, ისე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,  აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის მასიური ტესტირებაც დაიწყება.