ვინ უნდა ჩამოხსნას საარჩევნო პლაკატები?

02 ნოე 2016

მაღალმთიან აჭარაში პარტიების ნაწილმა სააგიტაციო მასალების ჩამოხსნა დაიწყო. ბათუმში ეს პროცესი ჯერ დაწყებულა. არჩევნებში მონაწილე სუბიექტების ნაწილი კი საკითხზე  კომენტარს არ აკეთებს. არც ქალაქის თვითმმართველობაში გვპასუხობენ, რა ზომებს გაატარებენ იმ შემთხვევაში, თუ კანონით დადგენილ ვადებში პლაკატები არ ჩამოიხსნება.