ილიას სახელობის მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა

01 აპრ 2021

ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა.  მუზეუმში წარმოდგენილია ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალები, ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრები,  ყოფისა და ეთნოგრაფიის ამსახველი ნივთები.