სტამბოლში ჩეჩენ და ქართველ მოქალაქეებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

01 აპრ 2021

სტამბოლში ჩეჩენ და ქართველ მოქალაქეებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

დაშავებულია ასევე 2 მოქალაქე, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომაროება მძიმეა.

თურქული მედიის ცნობით, ინციდენტი ბაშაქშეჰირში მოხდა. დაპირისპირება მაღაზიასთან დაიწყო და ჩხუბში 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.