სასტუმროს, სადაც პოზნერი დაბინავდა, კვერცხები დაუშინეს

31 მარ 2021

აქტივისტებმა სასტუმრო "რუმსს", სადაც, რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან კვერცხები დაუშინეს.

რუსმა ჟურნალისტმა სასტუმრო "ვინოტელი", პოლიციის კორდონის საშუალებით ცოტა ხნის წინ დატოვა. აქციის მონაწილეებმა ვლადიმერ პოზნერი შეძახილებით - ,„რუსეთი ოკუპანტია“ საქართველოს ეროვნული ჰიმნის ფონზე გააცილეს.

აქტივისტების განცხადებით, ხვალ 9 საათზე კვლავ შეიკრიბენიან და რუსი ჟურნალისტის ვიზიტს ისევ აქციებით გააპროტესტებენ.