სასტუმრო, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა

31 მარ 2021

შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, 10 000 ლარით დააჯარიმა.  შრომის ინსპექციის წარმომადგენელის განმარტებით, ობიექტს ღონისძიების დაშლის მკაცრი გაფრთხილება მიეცა. 

“გამოიკვეთა მთავრობის 322-ე დადგენილების დარღვევის ფაქტი, რის გამოც ობიექტი დაჯარიმდა. აღნიშნული ქმედების განმეორებისას, იქნება შესაბამისი სანქცია გამოყენებული”, – განაცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა. 

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. მისი განცხადებით, ის ქვეყანაში დაბადების დღის აღსანიშნავად იმყოფება. აღნიშნულს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.