ვაქცინაციის საბჭო

31 მარ 2021

ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც, ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებები გახდება ცნობილი. სავარაუდოდ ვაქცინაციის რეგისტრაციას კიდევ ახალი ჯგუფი დაემატება. საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში ასტრაზენეკათი და ფაიზერით  ვაქცინაცია მიმდინარეობს. უკვე შეჩერებულია რეგისტრაცია ფაიზერის ვაქცინაზე.