აჭარაში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

31 მარ 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 221 პაციენტი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 38, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 2 პირი.

261 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 59 აჭარაში. 2 855 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 270 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 159, ხოლო აჭარაში - 16.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 165 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 598 პირი, აჭარაში - 1 095.