სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა - თორნიკე რიჟვაძე

30 მარ 2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა  4 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც აჭარის 316-ზე მეტ სოფელს მოხმარდება.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

''მინდა ვთხოვო განმახორციელებელ უწყებებს, მაქსიმალურად გამოიყენონ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობა კონტრაქტორ კომპანიებთან'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.