კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილეს

30 მარ 2021

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა  კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილეს. გამოძიების ინფორმაციით, იმის მიუხედავად , რომ ავტომანქანა ტექნიკურად და ვიზუალურად გაუმართავი იყო, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში მაინც  გასცა.