აჭარაში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

30 მარ 2021

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 208 პაციენტი, მძიმეა 35 მათგანის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა-2.

რეგიონის მასშტაბით კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 30 პირი, საკარანტინო სივრცეებში 16.

 აჭარის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 995 პირი.