მთავრობის ადმინისტრაცია გლობალურ გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათი“ შეუერთდა

27 მარ 2021

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – "დედამიწის საათს" შეუერთდა.

გლობალური აქციის ფარგლებში, დღეს, 20:30-დან 21:30 საათამდე მთავრობის ადმინისტრაციაში განათება გამოირთო.

"დედამიწის საათი" გლობალური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.