ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია

27 მარ 2021

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული  4  ადამიანიდან 1-მა კლინიკა დატოვა, სამი კი მკურნალობას განაგრძობს. მედიკოსების ინფორმაციით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე   მოხდა.

ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის 2  სამარშრუტო და 4  მსუბუქი მანქანა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები ქობულეთში ევექსის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რა გახდა მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ამას გამოძიება დაადგენს რომელიც 276- ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ავარიის გამო ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა ორმხრივად იყო შეჩერებული. მას შემდეგ, რაც დაზიანებული მანქანები ევაკუატორების დახმარებით გზიდან გადაიყვანეს მიმოსვლა აღდგა.