27 მარ 2021
ქართველი მოციგურავე ალინა ურუშაძე ოლიმპიური ლიცენზიანტია. შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში "გლობალ არენაზე" მიმდინარე მოციგურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 17 წლის ალინა ურუშაძემ წარმატებით იასპარეზა.
მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 169,01 ქულა მოაგროვა, მე-20 ადგილზე გავიდა და პეკინის 2020 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა.