ვაშლიჯვრის მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ითხოვს

26 მარ 2021

ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მცხოვრებლები დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ. მოსახლეობა დღეს მათთან მისულ კალაძის მოადგილეს არ შეხვდა. ისინი კორპუსიდან  არ გამოვიდნენ.

მეწყრულ ზონაში ე.წ. დევნილთა კორპუსში მცხოვრებლები უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ითხოვენ. 

ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ არსებობს ევაკუაციის გეგმა, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ დგას.