ბათუმში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - არიან დაშავებულები 

26 მარ 2021

ბათუმში, შარტავს ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ორი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ერთ-ერთი მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, მეორე კი კლინიკა ''ბრაზერსში''. 

შემთხვევის ადგილას მედიკოსების კიდევ ერთი ბრიგადა იმყოფება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.