შაქარაშვილის საქმეზე სამ ბრალდებულს ამნისტია შეეხო

26 მარ 2021

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდში სამი ბრალდებულის  მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. გადაწყვეტილება სასამართლომ  შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ვახტანგ ჩიქოვანის განცხადების საფუძველზე მიიღო, რომელიც  მასზე ძალადობაში ბრალდებულების - საბა გოგშელიძის, საბა ჩხარტიშვილისა და ირაკლი წაქაძის ამნისტიის წინააღმდეგ არ წავიდა. სასჯელისგან უკვე გათავისუფლებულები გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან მალევე დააკავეს, მოგვიანებით კი  გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათ ბრალი აგარაკის ეპიზოდზე ედებოდათ.