აჭარაში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

26 მარ 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე  რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 177 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 29,  ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 2 პირი.

კლინიკურ-სასტუმროებში 30 მოქალაქე რჩება, ხოლო ​საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 15 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 128 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 387 პირი, აჭარაში – 784.