საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიცია ჭირდება

25 მარ 2021

ახალი კონსტიტუციური პროექტის ინიცირება უახლეს დღეებში იგეგმება.  ცვლილებები  საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერის 3%-მდე დაწევას და პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის საჭირო მინიმალური რაოდენობის 7-დან 4-დეპუტატამდე შემცირებას გულისხმობს.

კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად პარლამენტში მყოფი დეპუტატების მხარდაჭერა საკმარისი არ არის.  დამატებით 17 დეპუტატის ხმაა საჭირო.

შეიკრიბება თუ არა საკმარისი რაოდენობის მხარდამჭერი და შედგება თუ არა ცვლილებები?