პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები დარეგისტრირდა

25 მარ 2021

ახალი კონსტიტუციური პროექტი მზადაა და დოკუმენტის ინიცირება უახლეს დღეებში იგეგმება.  საუბარია ცვლილებებზე, რომლებიც გულისხმობს  საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერის 3%-მდე დაწევას და პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის საჭირო მინიმალური რაოდენობის 7-დან 4-დეპუტატამდე შემცირებას. მეათე მოწვევის პარლამენტში ამ ეტაპზე 96 დეპუტატია, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას სულ მცირე 113 კანონმდებლის მხარდაჭერა სჭირდება. ანუ საჭიროა სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერაც, რომლებიც ახლა ბოიკოტის რეჟიმში არიან.