მანდატების შეჩერების საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა

24 მარ 2021

აჭარის უმაღლეს საბჭოს კომიტეტებში ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის მანდატების შეჩერების საკითხზე მუშაობა დასრულდა, საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა. 

იურიდიულმა კომიტეტმა ოპოზიციის 6 წევრისთვის მანდატების შეჩერების პროცედურა საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ დაიწყო.