24 მარ 2021
სამუშაო შეხვედრა ესტონეთის და ნორვეგიის ელჩებთან და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრისას მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს, რომლებიც უკვე მიმდინარეობს აჭარაში გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და ნორვეგიის მთავრობების მხარდაჭერით.
ვიზიტის ფარგლებში რეგიონში დაარსდება ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი, ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს.