ზუგდიდში მატარებელი ავტომობილს შეეჯახა

24 მარ 2021

ზუგდიდში მატარებელი მანქანას დაეჯახა. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შეჯახების შედეგად დაშავდა მძღოლი, ახალგაზრდა ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები და სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.