დღეიდან ტაქსით გადაადგილებისას სამზე მეტი პირის მგზავრობის აკრძალვა იხსნება

24 მარ 2021

დღეიდან ტაქსით გადაადგილებისას სამზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) მგზავრობის აკრძალვა იხსნება. 

შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილებაში შევიდა.

ახალი რედაქციის თანახმად, ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას,როგორც მძღოლს ასევე მგზავრებს უნდა ეკეთოთ პირბადე. სხვა რეგულაცია ამ კუთხით აღარ მოქმედებს.