თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა

24 მარ 2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა.

მოადგილეების პოსტს: კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია დაიკავებენ, ამის შესახებ თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

წულუკიანმა მოადგილეებს მადლობა გადაუხადა და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.