აჭარაში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

24 მარ 2021

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი. ჯანდაცვის სმაინისტროს ინფორმაციით, დღემდე რეგიონში კოვიდი 35 965 მოქალაქემ დაამარცხა.

გუშინ კლინიკა დატოვა რვა მოქალაქემ. ამ ეტაპზე კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 2 პაციენტი. 

რეგიონის კოვიდმიმღებ საავადმყოფოებში 121 მოქალაქე მკურნალობს. კოვიდ სასტუმროში რჩება 40 პირი, ხოლო ონლაინ კლინიკაში 109.