გუდამაყრის ხეობაში კლდე ჩამოიშალა - 22 სოფელი გარესამყაროს მოწყდა

23 მარ 2021

გუდამაყრის ხეობაში, სოფელ ოშპიტელთან კლდოვანი მასა ჩამოიშალა. დუშეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 22 სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს.

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა გზის გაწმენდით სამუშაოებს უხვი ნალექი ართულებს.