მოსახლეობის 40%-ის შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას - NDI-ის კვლევა

23 მარ 2021

შეკითხვაზე როგორი მიმართულებით ვითარდება  საქართველო გამოკითხული მოსახლეობის 44% ფიქრობს, რომ - არასწორად.  

ამავე  შეკითხვაზე მოსახლეობის 25%-ს  აქვს დადებითი შეფასება.  

ახალ  კვლევას  ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი აქვეყნებს,  რომელშიც  ასევე  შეფასებულია პარლამენტის საქმიანობაც.

დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ  მოსახლეობის 60 პროცენტს მიაჩნია, რომ კანონმდებელი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის. მოქალაქეების პრიორიტეტები, უმუშევრობა, პანდემია და  ვაქცინაცია.