აჭარაში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

23 მარ 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 16 პაციენტი. გუშინ სამედიცინო დაწესებულება დატოვა ექვსმა მოქალაქემ. 

ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 155 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 24, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 3 პირი.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 203 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 88, ხოლო აჭარაში - 15.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 660 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 211 პირი, აჭარაში - 636.